კლოპმა მექსიკის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპმა მექსიკის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა


მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა დირექტორმა, გილიერმო კანტუმ განაცხადა, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპს იწვევდა, რომელმაც გასული სეზონის ბოლოს დორტმუნდის "ბორუსია" დატოვა და "ლივერპულის" თავკაცობის მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. "მის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ, მაგრამ მან თქვა, რომ კლოპი ისვენებს და მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს", - ციტირებს კანტუს სიტყვებს Marcaje Personal. შეგახსენებთ, მექსიკა მიგელ ერერას გათავისუფლების შემდეგ უმწვრთნელოდაა. სპეციალისტი ფილადელფიის აეროპორტში ჟურნალისტთან ჩხუბის გამო გაუშვეს. ოქტომბრამდე მექსიკელებს ბრაზილიელი რიკარდო ფერეტი უხელმძღვანელებს, რომელიც, აგრეთვე, კლუბ "ტიგრესს" უთავკაცებს. 2018 წლის შესარჩევ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში გუნდს სხვა სპეციალისტი ჩაიბარებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები