ამელია "ჩელსის" უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ამელია "ჩელსის" უახლოვდება


იტალიის ნაკრების ექს-მეკარემ, მარკო ამელიამ უახლოეს პერიოდში შესაძლოა "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმოს, ავრცელებს ინფორმაციას The Guardian. 33 წლის იტალიელი თავისუფალი აგენტია, სწორედ ამიტომ ნებისმიერ კლუბში გადაბარგება უპრობლემოდ შეეძლება. შეგახსენებთ, ლონდონელებს ნომერ პირველი კიპერი ტიბო კურტუა, მინიმუმ, ორი თვით გამოაკლდათ, რომელმაც ტრავმა მიიღო. ამის გამო, ასმირ ბეგოვიჩის დუბლიორად სამწვრთნელო შტაბს გამოცდილი კიპერის დამატება სურს. გასულ სეზონში ამელიამ სერია ბ-ში "პერუჯას" მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. აქამდე მას "მილანში", "ჯენოაში", "ლივორნოში", "პალერმოში", "პარმაში", "ლეჩესა" და "რომაში" უთამაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები