ნეიმარი: "წელს ოქროს ბურთის ბედი გადაწყვეტილია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი: "წელს ოქროს ბურთის ბედი გადაწყვეტილია"


"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა თავის მიზნებზე და თანაგუნდელ ლიონემ მესიზე ისაუბრა. "იმედი მაქვს, გავიზრდები მესის, მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელის გვერდით და ერთ მშვენიერ დღეს თავად გავხდები საუკეთესო. შესანიშნავ ფეხბურთელებს შორის ვიმყოფები და ვცდილობ, მათგან ვისწავლო. მინდა, ბევრი რამ ვისწავლო არგენტინელისგან და ერთხელაც ოქროს ბურთი მოვიგო. წელს ოქროს ბურთის ბედი გადაწყვეტილია. მას მესი იმსახურებს. ვნახოთ, შევძლებ თუ არა სამეულში ყოფნას" , - განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა. შეგახსენებთ, მესი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთი 4-ჯერ მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები