ალვარო მორატა: "იტალიაში თამაში უფრო რთულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალვარო მორატა: "იტალიაში თამაში უფრო რთულია"


ალვარო მორატა:
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ "სევილიასთან" გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. "იტალიაში თამაში უფრო რთულია. სერია ა-ში შემტევ ფეხბურთელებს უფრო ცოტა სივრცეს უტოვებენ. ევროთასებზე უფრო ადვილია. "სევილიასთან" გამარჯვება შესანიშნავი შედეგია ჩვენთვის. ალეგრი კარგადაა. რაც შეეხება "იუვენტუსისა" და "რეალის" ჩემთან დაკავშირებულ ურთიერთობას, ახლა ძალიან ადრეა ამ თემის განხილვა. წინ კიდევ მთელი სეზონია. მშვიდად ვარ და თამაშზე ვფიქრობ. ფეხბურთზე ვარ ფოკუსირებული. დანარჩენი საკითხებით ჩემი ოჯახი და აგენტი დაკავდებიან. თუ მწვრთნელი ჩემით კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ", - თქვა ესპანელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები