"ჩელსი" მეკარეს გაიფორმებს, მაგრამ არა ლორიას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ჩელსი" მეკარეს გაიფორმებს, მაგრამ არა ლორიას


იტალიური მედია იტყობინება, რომ ლონდონის "ჩელსიმ" საბოლოოდ მიაგნო მესამე მეკარეს და ისინი მარკო ამელიას მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაიფორმებენ. მოგეხსენებათ, მოურინიო კურტუას ტრავმის შემდეგ ეძებს მეკარეს. იყო საუბრები, თითქოს ეს მეკარე საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, არჩევანი ამელიაზე გაკეთდა. ჯერჯერობით, ეს ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ამელია კი, ამჟამად, უგუნდოდადაა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდება "ჩელსის".  

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები