რუსეთი UEFA-ს რეიტინგის პირველ ადგილზე გადავიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რუსეთი UEFA-ს რეიტინგის პირველ ადგილზე გადავიდა


რუსეთი UEFA-ს რეიტინგის პირველ ადგილზე გადავიდა
ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპების მე-2 ტურის შემდეგ უეფას ჩემპიონატების რეიტინგი განახლდა. აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლების მონაცემებში პირველი პოზიცია რუსეთის ჩემპიონატს უკავია. როგორც იცით, რუსებს ჩემპიონთა ლიგაზე 2, ევროპა ლიგაზე კი 3 გუნდი ჰყავთ. მე-2 ტურის შეხვედრებში "ცსკა"-მ და "ზენიტმა" ჩემპიონთა ლიგაზე მოიპოვეს გამარჯვება, ევროპა ლიგაზე კი - "ლოკომოტივმა" და "კრასნოდარმა". ერთადერთი რუსული კლუბი, რომელმაც მე-2 ტურის შეხვედრაში ვერ იმარჯვა, "რუბინია". სოლომონ კვირკველიას გუნდმა "ბორდოსთან" ფრედ დაასრულა შეხვედრა. ცნობისთვის, 2015-2016 წლების მონაცემებით რუსეთი 5.900 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიცია ესპანეთს უკავია 5.700 ქულით. ჯერჯერობით, უეფას ჯამური რეიტინგი არ გამოუქვეყნებია. არ არის გამორიცხული, ამ მონაცემების განახლების შემდეგ რუსებმა პორტუგალიის ჩემპიონატი საერთო რეიტინგში უკან მოიტოვონ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები