ლევან კობიაშვილი: "იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევან კობიაშვილი: "იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება"


ლევან კობიაშვილი:
დღეს, 2 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ლევან კობიაშვილი, რომელიც პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია ქალაქ რუსთავს ესტუმრა. ლევან კობიაშვილი რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ხელმძღვანელობას შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. კობიაშვილმა ჟურნალისტებთან ქართული ფეხბურთის დღევანდელ პრობლემებზე და მისი გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ლევან კობიაშვილის საფეხბურთო კარიერა სწორედ რუსთავში დაიწყო. მან ჩვენთან საუბრისას, ყურადღება რუსთავში არსებული საფეხბურთო კლუბის პრობლემებზე გაამახვილა. AEE"რუსთავი ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქია, რადგან აქ დაიწყო ჩემი საფეხბურთო კარიერა. მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. შევხვდი "რუსთავის" ხელმძღვანელობას, ზოგადად ვიცი, ბოლო წლებში რა პრობლემების წინაშეა რუსთავში ფეხბურთი. ნამდვილად არ მახარებს ის ფაქტი, რომ კლუბი პირველ ლიგაში თამაშობს. ეს ქალაქი იმსახურებს, რომ თავისი საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, გვერდში დავუდგები არამარტო "რუსთავს", არამედ ყველა კლუბს, რადგან აღნიშნული პრობლემები სხვა კლუბებსაც აწუხებთ.  ეროვნული ჩემპიონატი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. რა ფორმით დავეხმარებით კლუბებს ჯერჯერობით ჩამოსაყალიბებელია, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა არის მიუღებელი. ფედერაცია დგას ერთ მხარეს, კლუბები დგანან - მეორე მხარეს. მათ შორის არ არის კომუნიკაცია. ეს შეუძლებელია. გუნდებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გვერდში დგომა. მე იმედი მაქვს, რომ ხვალიდან ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება ქართულ ფეხბურთში. ჩამოყალიბებული უნდა იყოს კონკრეტული სისტემა. თქვენ იცით, რომ იხარჯება თანხები კლუბების დასახმარებლად, თუმცა ამას შედეგი არ მოაქვს. ეს არის ერთჯერადად გაწეული დახმარება და რა თქმა უნდა, მიუღებელია.  კიდევ ერთელ მინდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფროს მეგობრებს და კლუბის წარმომადგენლებს."- განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები