სტერლინგი: "ლივერპულიდან" როცა წამოვედი მწვრთნელთან ან მოთამაშეებთან კონფლიქტი არ მქონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სტერლინგი: "ლივერპულიდან" როცა წამოვედი მწვრთნელთან ან მოთამაშეებთან კონფლიქტი არ მქონია"


სტერლინგი:
მერსისაიდული "ლივერპულის" ყოფილი შემტევი რაჰიმ სტერლინგი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის მიზეზებზე საუბრობს. "მედია მთელი ზახულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვადასხვა კლუბებთან მაკავშირებდა. არსებობდნენ ცუდი ადამიანები, რომლებიც "ლივერპულში" ჩემს მწვრთნელთან ან მოთამაშეებთან კონფლიქტზე წერდნენ და ამით ჩემს ავტორიტეტს ლახავდნენ, თუმცა, ეს ყველაფერი სიცრუეა. მე "ლივერპულიდან" მწვრთნელთან ან მოთამაშეებთან კონფლიქტის გამო არ წამოვსულვარ. გუნდიდან წასვლა პირადად ჩემი გადასაწყვეტი იყო", - დასძინა რაჰიმ სტერლინგმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები