არველაძე - კობიაშვილი 17-17 ხმას აგროვებენ - ვისი ხმა არის გადამწყვეტი? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არველაძე - კობიაშვილი 17-17 ხმას აგროვებენ - ვისი ხმა არის გადამწყვეტი?


სავარაუდო მონაცემებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებს დელეგატებს შორის თანაბარი რაოდენობის მხარდამჭერები ყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ყრილობას 35 დელაგატიდან 34 ესწრება, რომელთაგან ლევან კობიაშვილს და რეზი არველაძეს 17-17 მხარდამჭერი ჰყავს. სავარაუდოდ მამუკა კვარაცხელიას არცერთი დელეგატი არ მისცემს ხმას. 35-ე დელეგატი გეგა გობეჯიშვილი , რომელიც არველაძის მხარდამჭშერად მოიაზრება ნარკოტიკებთან დაკავშირებით, გუშინ საღამოს დააკავეს. იმ შემთხვევაში თუ ამჟამად დაკავებული გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს ხმები არველაძის სასარგებლოდ გადანაწილდება. რევაზ არველაძის მხარდამჭერ დელეგატებს შორის მოიაზრებიან რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთისა და გურიის სამხარეო ფედერაციების დელეგატები, რომელთა დელეგატობის უფლების ჩამორთმევას საფეხბურთო კლუბები მოითხოვენ. მათი თქმით, ამ ფედერაციების დელეგატებად დაინიშნენ კლუბების პრეზიდენტები, რაც ინტერესთა კონფლიქტია და დარღვევაა. იმ შემთხვევაში, თუ ეს ორი ხმა გაუქმდება, რევაზ არველაძეს, როგორც სავარაუდო მონაცემებით, 16 ხმა მოუგროვდება და უპირატესობა ლევან კობიაშვილის მხარეს იქნება. წყარო: Newposts.ge

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები