"ბარსელონა" "სევილიასთან" დამარცხდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონა" "სევილიასთან" დამარცხდა


კატალონიის "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დამარცხდა. ამჯერად, ლუის ენრიკეს გუნდის დაჯაბნა "სევილიამ" შესძლო. "სანჩეს პისხუანზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა პირველ ტაიმში გატანილი გოლები ვერ იხილა, თუმცა მე-2 ნახევარი მათი საყვარელი კლუბის სასიკეთოდ წარიმართა. 52-ე წუთზე, კევინ გამეიროს ბრწყინვალე გარღვევის და გადაცემის შემდეგ, კრონ-დელიმ ანგარიში გახსნა. სულ რაღაც 6 წუთის შემდეგ კი ანდალუსიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. სტუმრებმა ანგარიში 74-ე წუთზე, ნეიმარის პენალტით შეამცირეს, თუმცა "ბარსელონამ" წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხა. "სევილია" 2:1 "ბარსელონა" გოლები: კრონ-დელი 52, იბორა 58 - ნეიმარი 74 (პენ) "სევილია": რიკო, ტრემულინასი (მარიანო 88), კოლოჯეიჩაკი, ანდრეოლი, კოკე, ნ'ზონზი, კრიხოვიაკი, კრონ-დელი, იბორა (რეიესი 70), ვიტოლო, გამეირო (ლიორენტე 72). "ბარსელონა": ბრავო, რობერტო, პიკე, მატიე (ალვეში 60), ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, მასკერანო, მუნირი (სერხი რობერტო 60), სუარესი, ნეიმარი. გაფრთხილება: კრიხოვიაკი, ანდრეოლი, კოლოჯეიჩაკი, ტრემულინასი - ბუსკეტსი, ალბა, მატიე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები