კეილორ ნავასი: "ატლეტიკო" - "რეალი". ლა ლიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კეილორ ნავასი: "ატლეტიკო" - "რეალი". ლა ლიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი


"რეალის" მეკარემ, კეილორ ნავასმა კომენტარი გააკეთა "ატლეტიკოსთან" ესპანეთის ჩემპიონატის უახლოეს მატჩზე. "ეს ლა ლიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩია, ყველას უნდა მასში მონაწილეობის მიღება. ის ფაქტი, რომ ეს დერბია, მოტივაციას ჰმატებს. მათ თავიანთი ფანები ჰყავთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს 11 11-ის წინააღმდეგ თამაშია და არაფერია უფრო მნიშველოვანი. ყველა თამაშში ერთნაირი სერიოზულობით გავდივარ. ყველა მოწინააღმდეგე იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ეს განსაკუთრებით კარგი და მნიშვნელოვანი თამაშია, ფანები განსაკუთრებით ძლიერ განცდებში იქნებიან" , - თქვა ნავასმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები