ლუის სუარესი: "სევილიასთან" დამარცხების შედარება "სელტასთან" მატჩთან არ შეიძლება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლუის სუარესი: "სევილიასთან" დამარცხების შედარება "სელტასთან" მატჩთან არ შეიძლება"


"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა კომენტარი გააკეთა პრიმერას მე-8 ტურის მატჩში "სევილიასთან" დამარცხებაზე. "ვიცოდით, რომ რთული გრაფიკი, მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს, მაგრამ არ შეიძლება სევილიაში დამარცხების იმასთან შედარება, რაც "სელტასთან" თამაშში მოხდა ვიგოში. გვესმის, რომ "სელტასთან" მატჩში საუკეთესოდ არ ვთამაშობდით, მაგრამ დღეს გოლის გატანის უამრავი შანსი გქვონდა. სამწუხაროდ, მათი რეალიზება ვერ მოვახდინეთ. მიუხედავად ამისა, არ ღირს დრამატიზირება. "ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ამიტომაა ჩვენდამი ამხელა ყურადღება. ჩვენს ფეხბურთელებს საკმარისი გამოცდილება აქვთ. არ შეიძლება დანაშაულის ვინმეზე გადაბრალება , - თქვა სუარესმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები