ლეგიონი. ქართველები "ვიტესისთვის" გაიხარჯნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგიონი. ქართველები "ვიტესისთვის" გაიხარჯნენ


ლეგიონი. ქართველები
რამდენიმე საათის წინ დასრულებულ ერედევიზიონის მე-8 ტურის მატჩში, არნემის "ვიტესმა" "გრონინგენი" 5-0 გაანადგურა. აღსანიშნავია ჰოლანდიური გუნდის ქართველი მოთამაშეების კარგი თამაში. 65-ე წუთზე, ვალერი ყაზაიშვილმა გოლის გატანა მოახერხა, ხოლო აღნიშნულ მომენტამდე 4 წუთით ადრე, გურამ კაშიას საგოლე გადაცემით, კევინ დიქსმა გაიტანა. როგორც არნემელთა კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ასევე 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმაც, სრულად, 90 წუთი ითამაშეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები