ჯეიმი კარაგერი: "დიდად არ ჩანს, რომ ფეხბურთელები მზად არიან მოურინიოსთვის საბრძოლველად" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეიმი კარაგერი: "დიდად არ ჩანს, რომ ფეხბურთელები მზად არიან მოურინიოსთვის საბრძოლველად"


ჯეიმი კარაგერი:
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა "ჩელსიში" არსებულ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა. "ინგლისის ჩემპიონის ასპარეზობა შოკში მაგდებს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს ინგლისის პრემიერ ლიგაში. ბოლოს ასეთი რამ 25 წლის წინ მოხდა "ლიდსთან", თუ რაღაც ამ ტიპის. უფრო "ჩელსის" შედეგები კი არ მაღელვებს, არამედ ის, რომ მოურინიო თავის წარმატებას ყოველთვის იმ ფეხბურთელებზე აგებდა, რომლებიც მის გამო ყველაფრის გასაკეთებლად იყვნენ მზად. დიდად არ ჩანს, რომ ახლა ფეხბურთელები მზად არიან მოურინიოსთვის საბრძოლევლად. ამაზე იგებოდა მისი წარმატება წარსულში, მოურინიომ და "ჩელსიმ" ყველაზე მეტად ამაზე უნდა ინერვიულონ" , - თქვა კარაგერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები