გარეშე პირები, რომლებსაც ოქროს ბურთის დაჯილდოვებაში ხმის უფლება აქვთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გარეშე პირები, რომლებსაც ოქროს ბურთის დაჯილდოვებაში ხმის უფლება აქვთ


გასულ კვირას ფიფამ 59 ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. ხმის უფლების მქონე პირები საუკეთესო 3 მოთამაშეს დეკემბერში დაასახელებენ, საბოლოოდ კი ფიფა გამარჯვებულს იანვარში გამოაცხადებს. როგორც იცით, ფიფას ოქროს ბურთის გამოკითხვაში ხმას ყველა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი აძლევს. ასევე, ხმის უფლება აქვთ რამდენიმე სპორტული გამოცემის ჟურნალისტებსაც. არსებობენ კიდევ საფეხბურთო მოღვაწეები, რომლებსაც ფიფას ოქროს ბურთის არჩევნებში ხმის უფლება აქვთ. ეს ადამიანები, ძირითადად, ყოფილი ფეხბურთელები არიან, თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც მხოლოდ ამ სფეროში მოღვაწეობენ და ფეხბურთი მაღალ დონეზე არ უთამაშიათ. მაგალითად, ფლორენტინო პერესი, რომელიც მადრიდის "რეალის" პრეზიდენტია. სრული სია: მიშელ პლატინი (უეფას პრეზიდენტი) ფლორენტინო პერესი (რეალის პრეზიდენტი) რიჩარდ სკუდმორი (მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ჟურნალისტი (ინგლისი)) კარლოს ბილარდო (არგენტინელი მწვრთნელი) ტოშო კაშიმა (იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) ალი ბინ ჰუსეინი (იორდანიის პრინცი) სილვია ბელიავუ (ყოფილი არგენტინელი ქალი ფეხბურთელი) ჯეიმი როდრიგესი (მექსიკის კუთხე, ლეონის გუბერნატორი) სტეფი ჯონსი (ყოფილი ქალი გერმანელი ფეხბურთელი) ფეხბურთელები ჰარი კიუველი თეოდორ ვაითმორი დემეტრიო ალბერტინი კარლ ჰეინც რუმინგე ფრანს ბეკენბაუერი ჟორჟე ვეა პელე ფელიპე პიატი კრისტიან კარემბე ხოსე ლუის ჩილავერტი ანტონი ბაფო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები