ჩივაძე: "გუნდში საბრძოლო განწყობაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩივაძე: "გუნდში საბრძოლო განწყობაა"


ჩივაძე:
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "მიხეილ მესხის" საპრესკონფერენციო დარბაზში ალექსანდრე ჩივაძის პრესკონფერენცია, რომელმაც მისი გუნდის მოახლებულ მატჩზე(ესპანეთი) ისაუბრა. ასაკოვანმა სპეციალუსტმა რამდენიმე სიტყვით დანაკლისზეც თქვა. "იქედან გამომდინარე, რომ ფეხბურთელების მომზადებისთვის ძალიან მცირე დრო მაქვს, მათთან საუბარს მხოლოდ თეორიულად ვახერხებ. ჩვენ გვაქვს საშუალება შევარჩიოთ ოპტიმალური შემადგენლობა. ბიჭები ხვალ, ესპანეთის წინააღმდეგ საბრძოლო შემართების გავლენ. მათ არ ეშინიათ". ასევე, ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა, რომ გუნდს ტრავმის გამო გიორგი პაპუნაშვილი, მათე კვირკვია და გიორგი ხარაიშვილი ვერ დაეხმარებიან. არ იქნება ლუკას ჰუფნაგელი. რაც შეეხება კაპიტანს, ოთო კაკაბაძეს, ის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. ვინ იქნება ხვალ გუნდის კაპიტანი? - ხვალ, გუნდის კაპიტანი მათე ცინცაძე იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები