კანკავა: ვამაყობ, როცა ნაკრებში მიძახებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კანკავა: ვამაყობ, როცა ნაკრებში მიძახებენ


"რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საფრანგეთში უკვე ძალიან პოპულარული ფეხბურთელი გახდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანთან ინტერვიუ ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ ჩაწერა. Goal.ge ამ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ. "რეიმსისთან" ურთიერთობა უკვე დაახლოებით 2 თვეა გაქვთ, როგორი შეეგუეთ ამას? ყველაფერი ჩვეულებრივადაა, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს შეეფერება. ვარჯიში, დიეტა და მზადება უიქენდის თამაშებისთვის. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, თუნდაც ახალ ქალაქში. რთულია ახალ ქალაქთან შეგუება? სხვ გარემოში გადასვლისას მთავარი ადაპტაციაა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. მთავარია ფეხბურთი, როგორ გამოვადგები გუნდს. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ვიცოდი თუ რა მელოდა და ამისთვის მზად ვიყავი. "რეიმსიში" ბედნიერი ვარ. როგორც ვიცი, პრობლემატურია ენაც. დადიხართ ფრანგულის კურსებზე? მსურს სწარაფად ვისწავლო ფრანგული ენა და დავდივარ მასწავლებელთან. ვცდილობ რაღაცეები გავიგო. იმედია ყველაფერი გამოვა. გეხმარებიან მეგობრები, თანაგუნდელები გარემოს შეგუებაში? პირველად რომ მოვედი, ჩემი თანაგუნდელები ძალიან კარგად დამხვდნენ და გააკეთეს ყველაფერი, რათა ახალ გარემოს შევგუებოდი. კარგად დამხვდნენ სხვებიც. თან მყავს ფრანგულის მასწავლებელი, რომელიც ხალხთან ლაპარაკში მეხმარება. მედიაში იწერება, რომ თქვენ უკვე მოიგეთ ფრანგი გულშემატკივრების გული, რას გრძნობთ? მართლა, ნამდვილად არ ვიცოდი. ეს განსაკუთრებული გრძნობაა, რადგან სულ ახლახანს ჩამოვედი. დიდი მადლობა მათ. თქვენ დატოვეთ "დნიპრო" - კლუბი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდით, რას იტყვით უკრაიუნულ გარემოზე? იქ თამაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემს კარიერაში. დნიპროში ბევრი რამ ვისწავლე და მივიღე გამოცდილება, რისთვის მადლობას ვუხდი ამ კლუბს. რას იტყვით საფრანგეთის ჩემპიონატზე? თუ შევადარებთ უკრაინის ჩემპიონატს, აქ შედარებით მაღალი დონის გუნდები თამაშობენ. საფრანგეთში ჯერ სულ რამდენჯერმე ვითამაშე, თუმცა აშკარაა, რომ საფრანგეთის დონე ძალიან მაღალია. ყოველ თამაშში მსაჯები თქვენთვის ყვითელ ბარათს არ იშურებენ. მკაცრი მსაჯობაა აქ? ჩამშლელი ნახევარმცველი ვარ და ეს ისეთი პოზიციაა, რომ ყოველთვის გიწევს უხეშად თამაში. მიუხედავად ამისა, როცა თამაშის წესებს ვარღვევ და მსაჯი ყვითელ ბარათს მიჩვენებს, ხშირად შემთხვევაში არ ვიმსახურებ ხოლმე, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. უკრაინელი მსაჯები არ არიან მკაცრები? არანაირი განსხვავება არაა. ეს ყველაფერი თამაშის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. როგორი ტაქტიკური განლაგება მოგწონთ? გსურთ დამხმარე მოთამაშე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე?  მნიშვნელობა არ აქვს. მე ვდგავარ ჩემს პოზიციაზე და მოედანზე ჩემს მოვალეობას ვასრულებ. რას ფიქრობთ ეროვნული ნაკრების მნიშვნელობაზე? ქვეყნის სახელით თამაში ორმაგად მნიშვნელოვანია ფეხბურთელისთვის. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და  ვამაყობ, როცა მწვრთნელი ნაკრებში მიძახებს ხოლმე. "დნიპროსთან" ერთად ევროპა ლიგის ფინალი ითამაშეთ, განმეორდება თუ არა იგივე "რეიმსისთან" ერთად? სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და ამაზე საუბარი ადრეა. დაველოდოთ რა მოხდება მომავალში, ყველაფერია შესაძლებელი. და ბოლოს.. იმედია, 6 თვეში ინტერიუს ფრანგულ ენაზე ჩამოგართმევთ... რატომაც არა (იცინის). ფრანგულის სწავლა ძალიან მინდა. 6 თვეში? - რატომაც არა.

ნათარგმნია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

 

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები