რა ხდება მადრიდში ? "ბლანკოსში" არეულობაა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რა ხდება მადრიდში ? "ბლანკოსში" არეულობაა!


მადრიდში საგანგაშო ზარები უკვე ახმაურდნენ. ჯერ 2 თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც „რეალში“ რაფა ბენიტესი მოვიდა, მაგრამ „ატლეტიკოსთან“ დერბიში ვერმოპოვებული 3 ქულის შემდეგ გუნდის კაპიტანსა და მწვრთნელს შორის აშკარა უთანხმოება ჩამოვარდა. მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბმა“ „ვისენტე კალდერონზე“ მოპოვებული 1-ბურთიანი უპირატესობა დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოსთან“ გაანიავა, ესპანურმა მედიამ რაფა ბენიტესი ნამდვილ კრიტიკის ქარ–ცეცხლში გაატარა. ზემოთ ხსენებული კრიტიკის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ბენიტესმა მინდვრიდან გუნდის ბომბარდირი, კარიმ ბენზემა გაიყვანა, რასაც მალევე ლუის ვიეტოს გოლი მოჰყვა. ტაბლოზე 1:1 დაფიქსირდა და გუნდები ქულაზე გაიყარნენ. ალბათ უცნაურია, როდესაც „ვისენტე კალდერონზე“ მოპოვებული ქულის შემდეგ მწვრთნელი კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ ეს ყველაფერი მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე ხდება. „რეალს“, იმის ნაცვლად, რომ უკან დაეხია, შეეძლო მატჩზე სრული დომინირება გაეგრძელებინა და სასურველ შედეგსაც მიეღწია. აქვე გავიხსენოთ ბენიტესის წინამორბედის, კარლო ანჩელოტის მონაგარი „ვისენტე კალდერონზე“. იტალიელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბთან“ ერთად „ატლეტიკოს“ გასვლაზე დამარცხება 3–იდან მხოლოდ 1–ხელ, კოპა დელ რეის ¼ ფინალში მოახერხა (მადლობა რონალდოს პენალტებს) ანგარიშით 3:0. გასულ სეზონში, „რეალმა“ „ატლეტიკოსთან“ ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ 1–ჯერ გაიმარჯვა. თეთრებმა ეს ერთადერთი გამარჯვება ჩიჩარიტო ჰერნანდესის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიპოვა, რომლის წყალობითაც „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალში გავიდა. აღსანიშნავია ამ გუნდებს შორის გამართული მატჩი თებერვალში, როდესაც „ატლეტიკომ“ „რეალი“ 4:0 გაანადგურა. ესპანელი სპეციალისტი „რეალში“ მოსვლის დღიდანვე გამოირჩევა უცნაური განცხადებებებით, რონალდოზე საუბრისას ბენიტესმა თქვა, რომ პორტუგალიელი არ არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე გაუწვრთნია. აგრეთვე, 30 წლის შემტევზე საუბრისას ბენიტესმა აღნიშნა, რომ ის რონალდოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არ მიიჩნევს. ალბათ, „რეალის“ ნებისმიერი მწვრთნელისთვის აქსიომას წარმოადგენს ის, რომ ადიდოს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ორიგინალური ბენიტესი თავის იმიჯს არც „რეალში“ გადასვლის შემდეგ ღალატობს. Real Madrid v Galatasaray: Santiago Bernabeu Trophy ორშაბათს, ბენიტესმა სერხიო რამოსი მის გამო დანიშნული პენალტისთვის საჯაროდ გააკრიტიკა. შეხვედრის 21–ე წუთზე, საკუთარ საჯარიმოში რამოსის ტიაგოს წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო „რეალის“ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ანტუან გრიზმანს კეილორ ნავასმა აჯობა და ანგარიში იგივე დატოვა. „ყველაზე მეტად რაც მაცოფებს, ეს რამოსის შეცდომაა.მას არ უნდა გაერისკა, რადგან სიტუაცია ამის საჭიროებას არ მოითხოვდა. მას ეს ყველაფერი კარგად უნდა ესმოდეს“– განაცხადა ბენიტესმა მედიასთან საუბრისას. ესპანელმა მცველმა მედიის საშუალებით მეორე დღესვე უპასუხა ბენიტესის კრიტიკას: “შეიძლება ხალხმა ჩემს შეცდომაზე ისაუბროს, მაგრამ ისინი მწვრთნელის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრებენ...“ 1112 sss „ხანძრის საშიშროება“ !  ასე დაასათაურა ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca –მ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის მომხდარი უთანხმოება. სტატიამ გავლენიანი ჟურნალის პირველივე გვერდზე დაიდო ბინა. სერხიო რამოსისთვის ეს უთანხმოება პირველი არ არის - მასსა და „რეალის“ ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტები ჯერ კიდევ 2012–ში, ჟოზე მოურინიოსთან „წაკინკლავებით“ დაიწყო, რომელიც მოგვიანებით უფრო მწვავე ფორმებში გადაიზარდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, სპორტული მედიის ერთ–ერთი მთავარი თემა სერხიო რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის არსებული კონფლიქტი იყო. უთანხმოება იმდენად სერიოზული იყო,  რომ პრესა რამოსის წასვლაზეც ალაპარაკდა. ბენიტესსა და რამოსს შორის კონფლიქტზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი - ესპანელი მცველი, კარლო ანჩელოტის დიდი გულშემატკივარია და ,როდესაც „რეალის“ ხელმძღვანელობამ გასული სეზონის მიწურულს მისი პოსტიდან განთავისუფლების ამბავი გამოაცხადა, რამოსმა იტალიელი სპეციალისტის მხარე საჯაროდ დაიჭირა. სწორედ ეს ისტორია სახელდება კლუბის პრეზიდენტსა და კაპიტანს შორის კონფლიქტის მთავარ მიზეზად. ყურად საღებია ის მოსაზრებაც, რომ სერხიოს ანჩელოტის გათავისუფლება ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია და ახალ მწვრთნელთან მუშაობასაც ხეირიანად ვერ ეგუება. მოარულ ხმებს თუ დავუჯერებთ, რამოსმა და ბენიტესმა ერთმანეთთან ოთხშაბათს, ტელეფონით ისაუბრეს და ერთი დღის შემდეგ შესარიგებლად პირადადაც შეხვდნენ ერთმანეთს. არ ვიცი, რამდენად დამამშვიდებელია „რეალის“ გულშემატკივრებისთვის ის ფაქტი, რომ რამოსი და ბენიტესი შერიგდნენ, მაგრამ ერთი რამ ნათელია, სეზონის საწყის ეტაპზე ასეთი სერიოზული და საჯარო დაპირისპირება გუნდის ორ მთავარ ფიგურას შორის „რეალისთვის“ შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

 დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.

   
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები