საქართველომ გიბრალტარი დამაჯერებლად დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველომ გიბრალტარი დამაჯერებლად დაამარცხა


საქართველომ გიბრალტარი დამაჯერებლად დაამარცხა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფის მატჩი "დინამო არენაზე", სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი სახიფათო მომენტი მე-4 წუთზე შეიქმნა. ვალერი ყაზაიშვილის დარტყმა ჯორდან პერესმა მოიგერია. მე-10 წუთზე, საქართველოს პირველი საგოლე მომენტი შეექმნა. ვაწაძე-ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის კომბინაცია უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, რომელმაც ახლო, მახვილი დისტანციიდან ბურთი მეტოქის კარს ააცილა. მე-13 წუთზე, ვაკო ყაზაიშვილს კიდევ ერთი 100%-იანი საგოლე მომენტი შეექმნა. ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებას ყაზაიშვილის თავური მოჰყვა, რომელიც ჟორდან ლოპესმა ნახტომში მოიგერია. მე-14 წუთზე კვლავ ახალი მომენტი შეიქმნა. ჩაწოდებისას ბურთი ლოპეზს ხელიდან გაუვარდა, რომელიც ალექსანდრე კობახიძეს მიუვიდა, ცარიელ კარში კი გატანა ვეღარ შეძლო. 18-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მათე ვაწაძეს შეეძლო. მეკარესთან გასულ ქართველს კვლავ გიბრალტარელმა კიპერმა აჯობა. 28-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილი საჯარიმოს გარედან ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა, ბურთი კარს გადასცდა. 30-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გახსნა. კვეკვესკირის პასით მათე ვაწაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. 34-ე წუთზე, ოთარ კაკაბაძის აქტიურობამ "ჯვაროსნებს" პენალტი მოუტანა, რომელიც 1 წუთში, 35-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია. 38-ე წუთზე შანსი გიბრალტარსაც შეექმნა. ლიამ უოლკერის დარტყმა ნუკრი რევიშვილმა ადვილად მოიგერია, შემდეგ კი ხელებში დააფიქსირა. 45-ე წუთზე, ნიკა კვეკვესკირმა საჯარიმოს გარედან მოულოდნელად დაარტყა, ბურთი მეკარის წინ დაეცა, თუმცა, ლოპესმა კუთხურზე გადაგდება მაინც შეძლო. ზუსტად ამ მომენტის შემდეგ, გათამაშებულ კუთხურს ვათე ვაწაძის დუბლი მოჰყვა. 52-ე წუთზე, ჟოსეფ ჩიპოლინამ კარში დარტყმა მოახერხა. ნუკრი რევიშვილი საიმედო იყო. 67-ე წუთზე, ნიკა ძალამიძის მოწოდებულ კუთხურს მათე ვაწაძემ უპასუხა, რომელმაც ხარიხას გაარტყა ბურთი. 70-ე წუთზე, ქართველებს მე-4 ბურთის გატანის შანსი ჰქონდათ. გია გრიგალავას ჩაწოდების შემდეგ ოთო კაკაბაძემ კარში ხეირიანად ვერ დაარტყა. 87-ე წუთზე, საქართველომ მე-4 ბურთი გაიტანა. სოლო-რეიდის შემდეგ, ვალერი ყაზაიშვილმა გიბრალტარს ბრწყინვალე გოლი შეუგდო.

საქართველო 4-0 გიბრალტარი

გოლი: ვაწაძე '30, ოქრიაშვილი '35(p), ვაწაძე '45, ყაზაიშვილი '87

საქართველო: რევიშვილი, კაშია, ამისულაშვილი, კანკავა(ფალავანდიშვილი '57), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი(ძალამიძე '58), ვაწაძე(ცხადაძე '73), კვეკვესკირი, გრიგალავა, კობახიძე, კაკაბაძე

მთ.მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე

გიბრალტარი: ჯორდან პერესი, ჯ.ჩიპოლინა, რ.კასიარო, რ. ჩიპოლინა, ლ.კასიარო(დუარტე '76), კ.კასიარო(იომე '85), უოლკერი, გოსლინგი, კაბრერა(პერესი '46), ბარდონი, კარლოს გარსია

მთ.მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

გაფრთხილება: კაბრერა '15


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები