ჯეფ ვუდი: "საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯეფ ვუდი: "საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს"


ჯეფ ვუდი:
ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. გთავაზობთ გიბრალტარელთა მთავარი მწვრთნელის, ჯეფ ვუდის მატჩისშემდგომ კომენტარს: "როგორც ყველა სხვა თამაში, ჩვენთვის ეს თამაშიც რთული იყო. პირველ და მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს პრობლემები შევუქმენით, თუმცა მაინც დავმარცხდით. საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ. პირველი ნახევარი ოდნავ სუსტად ჩავატარეთ, თუმცა შემდეგ, ცვლილებები განვახორციელე და შედეგიც გამოჩნდა. მეორე ტაიმში საკმაოდ კარგად ვითამაშეთ", - განაცხადა ჯეფ ვუდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები