ალანი: "ადრეა სკუდეტოზე ლაპარაკი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალანი: "ადრეა სკუდეტოზე ლაპარაკი"


"ნაპოლის" ნახევარმცველმა, ალანმა კომენტარი გააკეთა სერია ა-ში მისი გუნდის ასპარეზობაზე და ბრაზილიის ნაკრებში თამაშის გეგმებზე ისაუბრა. "შესანიშნავად ვითამაშეთ "მილანის" წინააღმდეგ, მაგრამ წინ გრძელი გზაა. ახლა გუნდი "ფიორენტინასთან" მატჩისთვის ემზადება. "იები" შესანიშნავად გამოიყურებიან, მაგრამ მათი შეჩერება შეგვიძლია. სკუდეტო? ჯერჯერობით, ადრეა ამაზე ლაპარაკი, რამდენადაც, სეზონი მხოლოდ დაიწყო. იმედი გვაქვს, შემდეგშიც ვაჩვენებთ თამაშის ასეთ დონეს" , - განაცხადა ბრაზილიელმა. ასევე, ალანმა განცხადება გააკეთა ბრაზილიის ნაკრებში ყოფნის სურვილზე. "სელასაოში" თამაში ჩემი ბავშვობის ოცნებაა. მინდა, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელო თამაში "ნაპოლიში" და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ნაკრებში მოვხვდები". ალანი "მილანთან" უზარმაზარი ანგარიშით, 4:0 გამარჯვებაში მონაწილეობდა, მან პირველი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები