დიდიე დეშამი: "ლასანა დიარამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიდიე დეშამი: "ლასანა დიარამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა"


საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა სომხეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის (4:0) შედეგები შეაჯამა. "მოდით, დღევანდელ გამარჯვებას გადაჭარბებულ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ. ჩვენ ის დავადასტურეთ, რაც უკვე ვაჩვენეთ სექტემბერში. მოწინააღმდეგემ განსაცდელის წინაშე დაგვაყენა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ლასანა დიარამ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა. როცა ის საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა, ძალიან თავმდაბალი იყო. ჩემი აზრით, ეს ინტელექტის და მოწიფულობის მტკიცებულებაა" , - თქვა დეშამმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები