იტალიური პრესა: მჭედლიძე მინიმუმ 1 კვირას იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიური პრესა: მჭედლიძე მინიმუმ 1 კვირას იუქმებს


საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ემპოლის თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ისევ მკურნალობს. გეხსომებათ, ის ერთი თვის წინ, ირლანდიასთან დუბლინში ჩატარებული შესარჩევი მატჩისას დაშავდა. საბოლოო დიაგნოზით, მჭედლიძეს ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა აქვს. თავდაპირველი ვარაუდით, ლევანს სამკვირიანი მკურნალობა სჭირდებდა, ერთი თვის შემდეგ კი ვარჯიში უნდა განეახლებინა. ზუსტად ერთი თვის თავზე კი აღმოჩნდა, რომ მოედანზე მისი დაბრუნება მინიმუმ ერთი კვირით გადაიდო. ის ისევ ექიმების ხელშია და მკურნალობას აგრძელებს. როგორც იტალიელიელი ჟურნალისტები წერენ, მჭედლიძე ვერც სანაკრებო პაუზის შემდეგ შეძლებს თამაშის განახლებას. 17 ოქტომბერს "ემპოლი" რომას ხვდება, კლუბში კი ჩვენიანის თამაშის მოლოდინი აღარ აქვთ. სწორედ ამ ტრავმის გამო გამოაკლდა ლევან მჭედლიძე ჩვენს ნაკრებს გიბრალტართან და გერმანიასთან შესარჩევ მატჩებში. ლუკა თალაკვაძე, სფფ-ის პრესსამსახური
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები