"ბარსელონა" ზამთარში შეტევის გაძლიერებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონა" ზამთარში შეტევის გაძლიერებას აპირებს


"ბარსელონა" ისევ აპირებს ზამთარში შეტევის გაძლიერებას, როცა სატრანსფერო აკრძალვა მოეხსნება. როგორც Sport.es იუწყება, პრიორიტეტად რჩება "სელტას" ფორვარდი ნოლიტო, თუმცა, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა მის სატრანსფერო ღირებულებას (24 მლნ ევრო) გადაჭარბებულად მიიჩნევს. გაზეთის ინფორმაციით, "ბარსელონა" ალტერნარტიულ ვარიანტებს ეძებს, დირკ კიუიტის ("ფეინოორდი"), სერხიო გარსიას (ყატარული "ალ-რაიანი"), ალვარო ნეგრედოს ("ვალენსია") და ხონათან სორიანოს ("რედ ბულ ზალცბურგი") ჩათვლით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები