გიოტცე, სილვა, აგუერო და 9 სხვა ვარსკვლავი, რომლებმაც სანაკრებო შეკრებისას ტრავმა მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიოტცე, სილვა, აგუერო და 9 სხვა ვარსკვლავი, რომლებმაც სანაკრებო შეკრებისას ტრავმა მიიღო


გიოტცე, სილვა, აგუერო და 9 სხვა ვარსკვლავი, რომლებმაც სანაკრებო შეკრებისას ტრავმა მიიღო
ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებები უკვე წყევლად ექცათ. სამშობლოს ღირსების დაცვის დროს მიღებული ტრავმების გამო, ევროპელი ვარსკვლავები უმნიშვნელოვანეს მატჩებს გამოტოვებენ. ტრავმების მხრივ, მიმდინარე სანაკრებო შეკრება ნამდვილად გამორჩეულია. გთავაზობთ ამ ფეხბურთელთა სიას: 1) ჯასპერ სილესენი | ჰოლანდია ყაზახეთთან მატჩში, „აიაქსის“ კიპერს ძირითად შემადგენლობაში უნდა ეთამაშა, მაგრამ გახურების დროს მიღებული ტრავმის გამო, ის ტიმ კრულმა ჩაანაცვლა. 2) დავიდ ლუიზი | ბრაზილია „პსჟ“–ს 4–იანი ჩილესთან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დაშავდა. ლუიზმა მუხლის ტრავმა ედუარდო ვარგასთან უშუალო ორთაბრძოლისას მიიღო. 3) ალვარო მორატა | ესპანეთი მორატა ლუქსემბურგის წინააღმდეგ მატჩში საკმაოდ მძიმედ დაშავდა. ჯერჯერობით, ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ „იუვენტუსის“ შემტევს ფეხი აქვს მოტეხილი. 4) ბასტიან შვაინშტაიგერი | გერმანია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი ნახევარმცველი, ირლანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, მოსამზადებელი ვარჯიშისას დაშავდა. 5) კარიმ ბენზემა | საფრანგეთი მიუხედავად იმისა, რომ კარიმმა სომხეთს 2–ჯერ გაუტანა, მისთვის ეს მატჩი პოზიტიურად მაინც ვერ დამთავრდა. ბენზემა მყესის გაჭიმვის გამო, 3 კვირას იუქმებს. 6) მარიო გიოტცე | გერმანია მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარიო გიოტცე ადუქტორული კუნთის დაზიანების გამო, 12 კვირას იუქმებს. 7) დევიდ სილვა | ესპანეთი ესპანეთს ლუქსემბურგთან გამართული მატჩი ძვირი დაუჯდა. ალვარო მორატასთან ერთად, ლუქსემბურგელებმა 29 წლის დევიდ სილვაც დაამტვრიეს. კოჭის ტრავმის გამო, სილვა მანჩესტერულ დერბს გამოტოვებს. 8) სერხიო აგუერო | არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, სერხიო აგუერო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ეკვადორთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო, აგუერო 3 კვირას იუქმებს. 9) პოლ პოგბა | საფრანგეთი კარიმ ბენზემასგან განსხვავებით, პოგბას სომხეთთან თამაში არ დასცალდა.მან ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო. ჯერჯერობით, „იუვენტუსის“ ცენტრალური ნახევარმცველის დიაგნოზი უცნობია. 10) ნემანია მატიჩი | სერბეთი სერბეთისა და ალბანეთის დაპირისპირების უმძიმესი ჯოხი, „ჩელსის“ საყრდენზე, ნემანია მატიჩზე გადატყდა. 11) ბრანისლავ ივანოვიჩი | სერბეთი „ჩელსისთან“ ერთად სეზონის საშინელი სტარტის შემდეგ, სერბი მარჯვენა მცველის მდგომარეობა ალბანეთთან მიღებული ტრავმით კიდევ უფრო დამძიმდა. ივანოვიჩი ლონდონურ კლუბს 3 კვირა ვერ დაეხმარება. 12) ანდრეა პირლო | იტალია ლეგენდარულმა ანდრეამ ტრავმა ვარჯიშისას მიიღო, მაგრამ მისი დაზიანება სერიოზული არ არის, ანტონიო კონტე აცხადებს, რომ პირლო ნორვეგიასთან მზად იქნება.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები