ვალტერ საბატინი: "ვისურვებდი მარკინიოსის დაბრუნებას, მაგრამ..." » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვალტერ საბატინი: "ვისურვებდი მარკინიოსის დაბრუნებას, მაგრამ..."


"რომას" სპორტულმა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ განაცხადა, რომ ისურვებდა გუნდის მთელი რიგი ყოფილი ფეხბურთელების დაბრუნებას. "თავიდან ლამელაზე საუბრობდით, შემდეგ მარკინიოსზე, ახლა - ბენატიაზე. მეჰდი ყოველთვის მომწონდა, და რა თქმა უნდა, მისი ყიდვის შანსი რომ ყოფილიყო, ამას გავაკეთებდი. სამწუხაროდ, შარშან ის სევდიანი გარემოებებისას წავიდა. მარკინიოსიც ძლიერია. მის დაბრუნებასაც ვისურვებდი, მაგრამ ახლა ის, დაახლოებით, 60 მლნ ევრო ღირს. ეს ძალიან ბევრია" , - თქვა საბატინიმ. შეგახსენებთ, "რომამ" ერიკ ლამელა "ტოტენჰემში" 30 მლნ ევროდ გაყიდა, მარკინიოსი "პსჟ"-ში 31,4 მლნ-ად, ბენატია კი 28 მლნ ევროდ "ბაიერნში".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები