მჭედლიძე: "დღეს დავინახე, თუ რამდენი შეუძლია ჩვენს ნაკრებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მჭედლიძე: "დღეს დავინახე, თუ რამდენი შეუძლია ჩვენს ნაკრებს"


ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებმა გერმანიასთან 2:1 მარცხით დაასრულა. მატჩის დასრულებისთანავე "ემპოლის" ქართველმა ლეგიონერმა, ლევან მჭედლიძემ კომენტარი გააკეთა. "ძალიან მეწყინა დღევანდელი წაგება, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ დგევანდელი დღით! ამ თამაშით! მე დღეს დავინახე, თუ რამდენი შეუძლია ჩვენს ნაკრებს",- წერს სოციალურ ქსელში მჭედლიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში 9 ქულით ბოლოს წინა ადგილი დაიკავა. ლევანმა დღევანდელი შეხვედრა ირლანდიასთან მიღებული ტრავმის გამო გამოტოვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები