"ბარსელონა" დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ბარსელონა" დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს


"ბარსელონა" დაცვის ცენტრის გაძლიერებას აპირებს. როგორც El Mundo Deportivo იუწყება, კატალონიური კლუბის შორტ-ლისტში 4 მცველი შედის - ემერიკ ლაპორტი ("ატლეტიკი"), მარკინიოსი ("პსჟ"), ხოსე ხიმენესი ("ატლეტიკო") და ჯონ სტოუნზი ("ევერტონი"), ისინი 31 წლის ხავიერ მასკერანოს შემცვლელად განიხილებიან ხანგრძლივი ვადით. აღსანიშნავია, რომ ლაპორტას გამოსასყიდი თანხა 50 მლნ ევროა, ხიმენესის კი - 24 მლნ. შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს მარკინიოსის და სტოუნზის ყიდვას "ჩელსი" ცდილობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები