დე ხეა: "დღეს წარმატება თან გვდევდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ხეა: "დღეს წარმატება თან გვდევდა"


"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარემ, დავიდ დე ხეამ კომენტარი გააკეთა უკრაინის წინააღმდეგ ევრო-2016-ის შესარჩევი ტურნირის ბოლო მატჩის (1:0) შემდეგ. "მთელმა გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა" , - განუცხადა ჟურნალისტებს 24 წლის ფეხბურთელმა. "ვიცოდით, რომ ჩვენთვის რთული იქნებოდა, რადგანაც უკრაინელებს უნდა გაემარჯვათ. ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო თამაში ვაჩვენო. ეს კარგი თამაში იყო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. დღეს წარმატება თან გვდევდა. ვალდებულნი ვართ, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები შესანიშნავად იცნობენ ერთმანეთს, რაც დღეს წინ თავიანთი თამაშით ისკომ და ტიაგომ დაამტკიცეს. ისევ ახალგაზრდები ვართ და იმედი მაქვს, უფრო გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად კიდევ უფრო გავძლიერდებით".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები