ნეიმარი: "ოქროს ბურთი" უკვე მესისთვისაა გადანახული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი: "ოქროს ბურთი" უკვე მესისთვისაა გადანახული"


"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა მიიღოს "ოქროს ბურთი". "ლეო ფავორიტია. წელს "ოქროს ბურთი" უკვე მესისთვისაა გადანახული, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ლეომ დაიმსახურა ჯილდო თავისი მიღწევებით. იმედი მაქვს, მესისთან ერთად თამაშით გავიზრდები. ის ჩემი კუმირია. თუ ვისწავლი, შესაძლოა, ერთხელაც "ოქროს ბურთი" მოვიგო. რაღა თქმა უნდა, მინდა საუკეთესოთა სამეულში მოხვედრა, ეს შესანიშნავი იქნება" , - აღიარა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები