ლევანდოვსკი: "კლოპი იდეალურია პრემიერლიგისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევანდოვსკი: "კლოპი იდეალურია პრემიერლიგისთვის"


მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მხარს უჭერს იურგენ კლოპს და სჯერა, რომ გერმანელი სპეციალისტი "დორტმუნდის" მეთოდების გამოყენებით "ლივერპულს" დიდ წარმატებას მოუტანს. 27 წლის ფეხბურთელის აზრით, იურგენმა იდეალური კლუბი იპოვა "შავ-ყვითლების" დატოვების შემდეგ. მისი პოზიტიური განწყობა მერსაისიდელებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. "დარწმუნებული ვარ, კლოპი შესანიშნავად მოერგება პრემიერ ლიგას. მისი ხასიათიდან გამომდინარე, მას შეუძლია, მოთამაშეებთან საერთო ენა ძალიან ადვილად გამონახოს და კლუბს გამარჯვებები მოუტანოს. მართალია, "ლივერპულზე" ბევრ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ვიცნობ იურგენს და ვიცი, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას", - განაცხადა ლევანდოვსკიმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ პოლონელი ფორვარდი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა კლოპთან და მასთან ერთად დიდ წარმატებებს მიაღწია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები