დე ვრეი ოპერაციის გარეშე მკურნალობას ცდის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ვრეი ოპერაციის გარეშე მკურნალობას ცდის


"ლაციო" კიდევ ერთხელ ცდის, დე ვრეის მუხლის ტრავმის პრობლემა ქირურგიული ჩარევის გარეშე გადაჭრას. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნდიერლანდების ნაკრების მცველს საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად ოპერაცია დასჭირდება, მაგრამ "ლაციოს" მედპერსონალს სხვანაირად მიაჩნია. "ამაზე ბოლო დღეებში იმდენად ბევრს წერენ, რომ ვერაფერს დავამატებ იმას, რაც ითქვა" , - ამბობს კლუბის ექიმი სტეფანო სალვატორი. "გადაწყვეტილებას სპორტსმენთან ერთად ვიღებთ. ისინი თავიანთ აზრებს ამბობენ, მაგრამ მკურნალობას ყოველთვის ათანხმებენ ჩვენთან. ჩვენი მიზანია, არა პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტა, არამედ მისი საბოლოოდ გადაჭრა. კიდევ ერთხელ ვცდით ფეხბურთელს ძალიან კარგად ცნობილი ტექნოლოგიის დახმარებით ვუმკურნალოთ" , - ციტირებს მედიკოსს Football Italia.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები