უმაღლესი ლიგა - მე-8 ტურის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უმაღლესი ლიგა - მე-8 ტურის წინ


დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოს უმაღლესი ლიგის 4 მატჩი გაიმართება. 17 ოქტომბერს იყო ჩანიშნული "ზუგდიდის" და "სიონის" მატჩიც, თუმცა საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" სპორტული დირექტორის, ჯონი მალანიას გარდაცვალების გამო, აღნიშნული მატჩი გადაიდო. გუშინ, 16 ოქტომბერს გაიმართა ერთი მატჩი, სადაც "საბურთალომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "საპოვნელა" (2:1). დღეს, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი გაიმართება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ქუთაისის "ტორპედო" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 3 საათზე დაიწყება. ამჟამად, მასპინძლები მე-11 ადგილზე იმყოფებიან 8 ქულით. "დინამო" კი კვლავ მოწინავე პოზიციებს იკავებს. ბათუმის "დინამო" "ჩელე არენაზე" "სამტრედიას" დაუპირისპირდება. არც ისე კარგი შედეგი აქვთ ბათუმელებს, რადგან ისინი მე-9 ადგილზე იმყოფებიან 9 ქულით. "სამტრედია" კი ამჯერად მე-3 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მე-2 ადგილოსან ბოლნისის "სიონს". შეგახსენებთ მატჩებს, რომლებიც დღეს და ხვალ არის ჩანიშნული: უმაღლესი ლიგა - მე-8 ტური (17-18 ოქტომბერი)  "ტორპედო" - "დინამო" ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 15:00 საათი "დინამო" (ბთ) - "სამტრედია" ქობულეთი, ჩელე არენა, 15:00 საათი "მერანი" - "შუქურა", მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონი, 15:00 საათი "კოლხეთი" - "ლოკომოტივი", ლანჩხუთი, ევგრაფი შევარნაძის სახელობის სტადიონი, 15:00 საათი 18 ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი "ცხინვალი" - "ჩიხურა", თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონი, 15:00 საათი "დილა" - "გურია", გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი, 15:00 საათი  
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები