"ტოტენჰემი" და "ლივერპული" უგოლოდ დაშორდნენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ტოტენჰემი" და "ლივერპული" უგოლოდ დაშორდნენ


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური და ამავდროულად, პირველი მატჩი "უაით ჰართ ლეინზე", სადაც იურგენ კლოპის დებიუტი შედგა. გერმანელი სპეციალისტისა და მოურისიო პოჩეტინოს შეგირდები უგოლოდ დაშორდნენ. მატჩი სტუმართ აქტიურობით დაიწყო, საწყის წუთებში გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ, როდესაც მერსისაიდელთა კომბინაციის შემდეგ, დივოკ ორიჯიმ თავური დარტყმით ხარიხას გაარტყა ბურთი. ამის შემდეგ, ლონდონელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და საკმაოდ კარგი მომენტები ჰქონდათ, ანგარიშის გასახსნელად, მაგრამ "წითლების" ბელგიელი კარის დარაჯი, სიმიონ მინოლე შეუდარებელი იყო.

"ტოტენჰემი" 0-0 "ლივერპული"

გოლი: არავინ

"ტოტენჰემი": ლორისი, უოლკერი, როუზი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ლამელა(თაუნსენდი '87), დემბელე, ალი, ჩადლი(ნ'ჟიე '11), ერიქსენი, კეინი.

"ლივერპული": მინოლე, კლაინი, სახო, შკრტელი, მორენო, ჯანი, ლუკასი, მილნერი, კოუტინიო(აიბი '87), ლალანა(ალენი '82), ორიჯი.

გაფრთხილება: ლამელა - მილნერი, ლუკასი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები