გიგაური: "მოხარული ვარ, რომ პირველი დუბლი "კოლხეთის" მაისურით გავიფორმე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიგაური: "მოხარული ვარ, რომ პირველი დუბლი "კოლხეთის" მაისურით გავიფორმე"


უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივი" გამანადგურებელი ანგარიშით, 4-0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ GOAL.GE ზღვისპირელთა ნახევარმცველს, მერაბ გიგაურს გაესაუბრა, რომელმაც დედაქალაქელთა წინააღმდეგ დუბლის გაფორმება შეძლო. - პირველ რიგში, გილოცავ გამარჯვებას. შეაფასე დღევანდელი მატჩი. - მადლობა. თამაშის წინ ერთადერთი მიზანი გვქონდა - გამარჯვება. ბიჭებმა პრინციპული მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. "კოლხეთმა" "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ბევრი მომენტის შექმნა შეძლო, თუმცა, 4 გოლზე მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. ჩემს გოლებს რაც შეეხება, უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლი გავიფორმე და მოხარული ვარ, რომ ეს "კოლხეთის" მაისურით შევძელი. - ზაზა ინაშვილის წასვლის შემდეგ "კოლხეთს" ახალი მწვრთნელი ჰყავს... - გელა სანაია ძალიან კარგი სპეციალისტია, რომელმაც მისი საქმე ბრწყინვალედ იცის. როგორც მინდორზე, ასევე, მინდვრის გარეთაც, ის კარგი ადამიანია. მშვენიერი დებიუტი ჰქონდა. - შემდეგ მატჩში "კოლხეთი" "ჩიხურას" დაუპირისპირდება... - ყველამ ვიცით, რომ "ჩიხურასთან" დაძაბული მატჩი იქნება. იმერლებს ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ და შემდეგი შეხვედრის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები