ნადირაძე: "ეს მატჩი უნდა მოგვეგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნადირაძე: "ეს მატჩი უნდა მოგვეგო"


უმაღლესი ლიგის მე-8 შეხვედრაში, "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე "ცხინვალმა" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის შემდეგ GOAL.GE-მ "ცხინვალის" კაპიტანი , გიორგი ნადირაძე ჩაწერა. - როგორ შეაფასებდი მატჩს? - საკმაოდ დაძაბული თამაში გამოდგა, ორივე გუნდს გვქონდა საკმაოდ ბევრი მომენტები და ლამაზი გოლებიც გავიდა. ჩემი აზრით, უპირატესობას ვფლობდით და ეს მატჩი უნდა მოგვეგო. გოლი გავიტანეთ და ბოლო წუთებში მივეცით მეტოქეს ინიციატივა და იმის საშუალება, რომ ანგარიში გაეთანაბრებინათ და ბევრი მომენტიც შეგვიქმნეს. - მოლოდინი თბილისის "დინამოსთან" მატჩზე... - დინამოსთან ყველა თამაში დაძაბულია, და ისევე როგორც ყველა გუნდი, ჩვენც მაქსიმალურად ვემზადებით მათთან შესახვედრად და რაც შეიძლება მობილიზებულები ვიქნებით, ვინაიდან ეს 3 ქულა გვჭირდება.

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები