კარიმ ბენზემა: "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის მთელი ძალით ბრძოლას აპირებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კარიმ ბენზემა: "პსჟ" ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის მთელი ძალით ბრძოლას აპირებს"


"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "პსჟ"-სთან შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. "რაც შესაძლებელია, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მინდორზე რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე. გულმოდგინედ მოვემზადები ოთხშაბათს "პსჟ"-სთან მატჩისთვის, მაგრამ არ მინდა გარისკვა. ვიცით, რომ ამ გუნდთან შეხვედრა რთული იქნება. ისინი უკვე მიეჩვივნენ მსგავს მატჩებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის მთელი ძალით ბრძოლას აპირებენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ ვინაა მოწინააღმდეგე, ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. "პსჟ"-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ისევე როგორც ყველა სხვა გუნდს. ისინი ძლიერდებიან და თანდათან ელიტას უახლოვდებიან. კარგია, რომ საფრანგეთში არსებობს გუნდი, რომელსაც ევროპის ტოპ კლუბების აღელვება შეუძლია. 2006 წელს "ლიონს" კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მილანში იმ წვრილმანების გამო წავაგეთ, რომლებიც ტოპ კლუბებსა და დანარჩენებს შორის განსხვავებას წარმოშობს" , - თქვა ფორვარდმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები