პედროს "პრემიერლიგასთან" შეგუება უჭირს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პედროს "პრემიერლიგასთან" შეგუება უჭირს


პედროს
ლონდონის ჩელსის ახალწვეულმა, პედრომ ისაუბრა მის ადაპტაციაზე ინგლისურ ფეხბურთში. "რთულია, ეს ძალიან განსხვავებულია იმისგან, რასაც მე აქამდე ბარსელონაში ვაკეთებდი. ჩემი ინტეგრაცია გუნდში ნელ-ნელა მიმდინარეობს, მთავარია, შევეწყო გუნდს და ფეხბურთელებს". "ვფიქრობ, ინგლისურსა და ესპანურ ფეხბურთს შორის ბევრი განსხვავებაა, პირველ რიგში, ინგლისში უფრო მეტად ფიზიკური თამაში მიდის, ბევრ ფეხბურთელს შეუძლია შენი კარის აღება. ყველა შეხვედრა თანაბარია და რთულად მოსაგები". ესპანელი ფეხბურთელის დებიუტი შედგა აგვისტოში, "ვესტ-ბრომვიჩ ალბიოლთან", რომელშიც პედრომ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მას შემდეგ მხოლოდ "ვოლსოლთან" შეძლო გოლის გატანა ლიგის თასის შეხვედრაში. მისგან გულშემატკივრები ბევრს მოითხოვენ, რადგან მის სანაცვლოდ ჩელსის დიდი ფულის გადახდა მოუწია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები