ტომას მიულერი: "არსენალს ცუდ დროს ვხვდებით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტომას მიულერი: "არსენალს ცუდ დროს ვხვდებით"


ტომას მიულერის აზრით, ბაიერნს ცუდ დროს მოუწია არსენალთან თამაში. ვენგერის გუნდი F ჯგუფში 2 წაგებული მატჩის შემდეგ ბოლო ადგილზეა და ბაიერნთან გამარჯვების მოპოვება სჭირდება ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში. წაგების შემთხვევაში მეთოფეებს ქულა არ ექნებათ და ურთულეს მდგომარეობაში ჩავარდებიან. ტომას მიულერის  აზრით ბაიერნს რთული შეხვედრა ელის "ემირეითსზე". "არსენალი დიდი განწყობით ითამაშებს და გამოკვეთილ ფავორიტებად არ უნდა მივიჩნეოდეთ". "ჩვენ მოვიგეთ წინა ორი თამაში ლონდონში და მე ორივე შეხვედრაში მოვახერხე გოლის გატანა. ხვალ, როცა გავალ მოედანზე, კარგი მოგონებები მექნება აქ თამაშის. გუნდი მოტივირებულია, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს იქნება პარკში გასეირნება. ორივე გუნდი შემტევი სტილის ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და ვიმედოვნებ კარგი თამაში გამოვა". ბაიერნის საყრდენი - ხაბი ალონსო, გაოცებულია არსენალის წარულატებელი თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე და მხარში უდგას არსენ ვენგერს. "რათქმაუნდა ჩვენ გაკვირვებული ვართ, მაგრამ არსენალი მაინც ძალიან ძლიერი გუნდია  და ჩვენ კარგად ვემზადებით მათთან სათამაშოდ. ვენგერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და მე დიდად პატივსცემ მას". შეგახსენებთ, რომ მატჩი 20 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები