"რეალის" ლეგენდა თბილისში გამთენიისას ჩამოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალის" ლეგენდა თბილისში გამთენიისას ჩამოვა


იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, 21 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე თბილისის "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა დანიაში გაიმართა, სადაც ქართული გუნდი 3-1 დამარცხდა. თბილისური გუნდის მოწვევით ფერნანდო იერო „საბურთალოს“ ესტუმრება. ის კლუბის ინფრასტრუქტურას, მეთოდიკასა და ხედვებს გაეცნობა. ამასთანავე, „ბლანკოსის“ ყოფილი კაპიტანი, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩსაც დაესწრება. როგორც ჩვენი საიტისთვისაა ცნობილი "რეალის" ტიტულოვანი კაპიტანი საქართველოს დედაქალაქში 20 ოქტომბრის დილით, გამთენიის 03:15 საათზე ჩამოფრინდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები