ალთუნაშვილი: "გულშემატკივრის გვერდში დგომა დიდ სტიმულს მოგვცემს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ალთუნაშვილი: "გულშემატკივრის გვერდში დგომა დიდ სტიმულს მოგვცემს"


21 ოქტომბერს, იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის დროით 19:00 საათზე “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, განმეორებით შეხვედრაში “საბურთალო” “მიდტიულანდს” უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა დანიელთა გამარჯვებით, 3-1 დასრულდა. მატჩის წინ, GOAL.GE-სთან თბილისური გუნდის ახალგაზრდა შემტევმა, სანდრო ალთუნაშვილმა კომენტარი გააკეთა. - ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გვაქვს, სადაც შევეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ეს არ იქნება ადვილი, რადგან 2-ბურთიანი სხვაობით უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ საკუთარ კარში არ გავუშვათ, მაგრამ იმისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ. ბიჭებს მატჩის წინ დიდი მოლოდინი გვაქვს და ძალიან გაგვიხარდება, თუ ბევრი მაყურებელი მოვა, რადგან გულშემატკივრის გვერდში დგომა დიდ სტიმულს მოგვცემს. - როგორ იცნობთ მეტოქეს... - პირველმა თამაშმა მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები შესანიშნავად დაგვანახა და ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მოწინააღმდეგე დავამარცხოთ.

დასწრება უფასოა!

საბა საპანაძე

[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები