კალდერონი: "რონალდომ შესაძლოა რეალი დატოვოს სეზონის ბოლოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კალდერონი: "რონალდომ შესაძლოა რეალი დატოვოს სეზონის ბოლოს"


მადრიდელთა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც 2009 წელს რონალდო მოიყვანა გუნდში "მანჩესტერ იუნაიტედიდან", არ გამორიცხავს, რომ რონალდომ დატოვოს მადრიდული კლუბი. რეალი 21 ოქტომბერს თამაშობს პსჟ-ს წინააღმდეგ, რომელიც დაინტერესებულია მისი შეძენით. კალდერონის თქმით, იგი მოხარული იქნება თუ პორტუგალიელი კიდევ დარჩება გუნდში, მაგრამ არ გამორიცხავს მის წასვლასაც. le parisien-თან ინტერვიუში მან განაცხადა: "მე მოვისმინე ჭორები პსჟ-ს ინტერესის შესახებ მის მიმართ". "როგორ რეალის ყოფილი პრეზიდენტი იმედი მაქვს ეს არ მოხდება , მაგრამ ფეხბურთის მოყვარულის გადმოსახედიდან, ვფიქრობ ეს შესაძლებელია". "ჯერ რონალდოს გადაწყვეტილება არ მიუღია. იგი დაელოდება სეზონის დასრულებას გადაწყვეტილების მისაღებად და ეს ასევე დამოკიდებული იქნება გუნდის შედეგზე და იმდროინდელ მის განწყობაზე". კალდერონმა ასევე დაამატა, რომ 30 წლის ფეხბურთელის ცივი ურთიერთობა რეალის ამჟამინდელ მფლობელ - ფლორენტინო პერესთან, მოანდომებს გუნდიდან წასვლას. "რონალდოს წვრილი გუნდისთვის შეუფასებელია, არამარტო გოლები რომელიც მას გააქვს, იგი გუნდს დადებითად მომართავს". პორტუგალიელის ყიდვით განსაკუთრებით დაინტერესებულია ზენოთხსენებული "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი".
[xfgiven_video_url]
[/xfgiven_video_url]
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები