სილვა: "ჩვენი მიზანი რონალდუს გაჩერებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სილვა: "ჩვენი მიზანი რონალდუს გაჩერებაა"


სილვა:
დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი "პსჟ"-ს და მადრიდის "რეალს" შორის. მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა ბრაზილიელმა მცველმა, ტიაგო სილვამ გააკეთა. "ვფიქრობ, რონალდუს შეჩერება ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ. სწორედ ესაა ჩვენი მიზანი ამ შეხვედრაში. სეზონი კარგად დავიწყეთ და სტაბილურ ფორმაში ვართ. რეალთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ", - აცხადებს სილვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები