საქართველოს ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მე-3 ადგილზე გასვლაა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველოს ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მე-3 ადგილზე გასვლაა!


საქართველოს ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში მე-3 ადგილზე გასვლაა!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპი შეაჯამა. ცხადაძის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის მიზანი მე-3 ადგილზე გასვლა იქნება. "ჩვენ დავინახეთ, რომ მუშაობის შედეგი მივიღეთ. არ ვართ კმაყოფილები. არ გეგონოთ, რომ მიღწეულზე დავკმაყოფილდით. წაგება ყოველთვის წაგებაა. ვისთანაც არ უნდა იყოს ეს და კმაყოფილები არ უნდა ვიყოთ. ლამაზად წაგება, კარგად წაგება, არ არსებობს - წაგება წაგებაა. "შეიცვალა სისტემა, თამაშის მსვლელობა. ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ სერიოზული შედეგებისთვის მიგვეღწია, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, დავინახეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახეს. როდესაც მოვედი, ინტერვიუებს ვკითხულობდი, ტელევიზორში ვუყურებდი, ამბობდნენ, არ შეგვიძლია მოგება, კარგად თამაში. ამ ფეხბურთელებმა შეძლეს და მოიგეს! მსოფლიო ჩემპიონთან თავისი სახე აჩვენეს. არ უნდა გამოგვეპაროს ერთი რაღაც, პოზიტივი, მაგრამ ეს პოზიტივი, თუ ისევ ქართველობა დაგვემართა, ერთ თვეში ნეგატივში გადავა. თუ ეს ფეხბურთელები დაკმაყოფილდებიან იმით, რომ მსოფლიო ჩემპიონთან 2:1 წააგეს. რაც შეეხება მომავალ შესარჩევს, კმაყოფილები მარტო მაშინ ვიქნებით, თუ მე-3 ადგილს დავიკავებთ ცხრილში. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს“, – განაცხადა კახა ცხადაძემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები