"საბურთალო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"საბურთალო" ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მიხეილ მესხზე", სადაც "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდთან" 1-2 დამარცხდა. მე-10 წუთზე, პირველი სახიფათო მომენტი შეიქმნა. ნიკოლაშვილის ჩაწოდებას ერთი შეხებით გოშთელიანი გამოეხმაურა, რომლის დარტყმაც ოლივერ ოტესენმა კუთხურზე მოიგერია. მე-17 წუთზე საპასუხო სიმძაფრის შეტევით „მიდტიულანდმა“ გვიპასუხა. ნიკოლაი კორკის გასროლა ბექა ქურდაძემ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 27-ე წუთზე, საჯარიმოში ბექა ნიკოლაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, რომლის დარტყმაც სტუმართა მეკარემ კუთხურზე გადააგდო. 29-ე წუთზე, საჯარიმოს გარედან ჯონას გემერმა სუსტად დაარტყა, რომელზე გამკლავებაც ბექა ქურდაძეს არ გასჭირვებია. 36-ე წუთზე, თბილისელთა კომბინაციამ ბექა გვარაძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი დანიელთა კარში ბურთი სწორად ვერ გადაგზავნა. 38-ე წუთზე, „საბურთალოს“ ანგარიშის გახსნა კვლავ შეეძლო. ირაკლი ბიძინაშვილის დარტყმას კუთხურზე მოგერიებით ოლივერ ოტესენი გაუმკლავდა. 40-ე, „მიდტიულანდმა“ ანგარიში გახსნა. რასმუს ნისენის თავური ბექა ქურდაძესთვის აუღებელი აღმოჩნდა. მეორე ტაიმი ქართული გუნდის აქტიურობით დაიწყო. 47-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის დარტყმა საჯარიმოს გარედან დანიური გუნდის კარს მცირე მანძილით აცდა. 53’-ე ნიკოლაი კირკის გარღვევა 3-მა „საბურთალოელმა“ ვერ შეაჩერა, რომლის პასითაც მიკაელ ანდერსენი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა. უკანასკნელმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 58-ე წუთზე, გიორგი ხარაიშვილის საჯარიმო ჩაწოდებას გაგი მარგველაშვილი თავით გამოეხმაურა, თუმცა დარტყმა არაზუსტი იყო. 62-ე „საბურთალომ“ ანგარიშის შემცირება შეძლო. თემურ ჩოგაძის პასით გიორგი ხარაიშვილმა „მიდტიულანდის“ კარი დალაშქრა.

„საბურთალო“ 1-2 „მიდტიულანდი“, „მიხეილ მესხი“, პირველი მატჩი(3-1)

გოლი: ხარაიშვილი ’62 - ნისენი ’40, ანდერსენი ‘53

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნიკოლაშვილი(ჩოგაძე '60), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, ხარაიშვილი(კაპ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი(კოხრეიძე '81), ნადარაია(ლაკვეხილიანი '73), ალთუნაშვილი, გვარაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

„მიდტიულანდი“: ოტესენი, ნიკოლაისენი, ლაურიტსენი, ნისენი, გემერი(კაპ), კირკი(ოლსენი '83), რუტიკანგა, ანდერსონი(პოულოსენი), მუნკსგაარდი, ტიჩოსენი, ტომსენი(სტერინგი ’68)

მთავარი მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი

გაფრთხილება: ალთუნაშვილი

გაძევება: ნისენი '88

მთავარი მსაჯი: რაჰიმ ჰასანოვი(აზერბაიჯანი)


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები