ჭიაბრიშვილი: "ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჭიაბრიშვილი: "ეს მატჩი არ უნდა წაგვეგო"


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მატჩი "მიხეილ მესხზე", სადაც "საბურთალო" დანიურ "მიდტიულანდთან" 1-2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა. "თამაშის პერიპეტიები ისე მიმდინარეობდა, რომ მატჩი არ უნდა წაგვეგო, თუმცა მნიშვნელობა არ ჰქონდა წავაგებდით, თუ ისეთი შედეგი დაფიქსირდებოდა, რომელიც არ გვაწყობდა. "გაშვებული გოლების შემდეგ მოვეშვით და  ისეთი შემართებით აღარ ვთამაშობდით. ასეთი მატჩები თუ ხშირად იქნება, ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ. საბოლოო ჯამში მადლობელი ვარ ჩემი მოთამაშეებით. თუ რაიმე ხარვეი იყო, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არის დღეები, როცა ფეხბურთს კარგად თამაშობ, მაგრამ არ გიმართლებს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გაგვიმართა, მოწინააღმდეგე გუნდმა კი ყველაფერი იდეალურად გააკეთა. თუნდაც გუშინ, არსენალისა და ბაიერნის მატჩი სულ სხვანაირად მიმდინარეობდა, მაგრამ სხვა შედეგი დაფიქსირდა და მოიგო არსენალმა" - აცხადებს ჭიაბრიშვილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები