არველაძე "ტრაბზონსპორს" არ დატოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არველაძე "ტრაბზონსპორს" არ დატოვებს


ბოლო პერიოდში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი "ტრაბზონსპორი" ძალიან ცუდ ფორმაშია. გუნდს ზედიზედ ოთხი წაგება აქვს და არის საუბრები იმის თაობაზე, თითქოს ქართველი სპეციალისტი თანამდებობას დატოვებს, მაგრამ ეს თავად არველაძემ უარყო. "ბოლო მატჩებში არ გვიმართლებს. არ მინდა, ეს ყველაფერი იღბალს დავაბრალო, მაგრამ რთული პერიოდი გვიდგას და იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ტრაბზონს არ დავტოვებ. შევეცდები სიტუაციის გამოსწორებას და ზედა პოზიციაზე დაბრუნებას", - აცხადებს არველაძე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები