ინიესტა ბრუნდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინიესტა ბრუნდება


ინიესტა ბრუნდება
კატალონიის "ბარსელონას" ბანაკში კარგი სიახლეა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა მოედანს უბრუნდება. 31 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ბაიერ ლევერკუზენთან ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და გუნდს 3 კვირით გამოაკლდა. ანდრესმა გამოტოვა ლა ლიგის მატჩები "რაიო ვალეკანოსა" და "სევილიასთან", ასევე, ლიგის შეხვედრა "ბატესთან". ესპანელი მოედანს, სავარაუდოდ, "ეიბართან" ნოუ კამპზე გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდება. მის ადგილს იკავებდა სერხი რობერტო, რომელმაც ტრამვა მიიღო და გუნდს 10 დღე ვერ დაეხმარება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები