დოსიე : როგორ შეიძლება დერბიში გამარჯვება? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დოსიე : როგორ შეიძლება დერბიში გამარჯვება?


კვირას გასამართი მანჩესტერული დერბი დიდ სანახაობას გვპირდება. ამ 2 განსხვავებული სტილის მქონე გუნდის დაპირისპირება მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს პრემიერლიგის სატურნირო ცხრილზე. ორივე გუნდს წარმატებასთან ერთად ჰქონდა ჩავარდნაც. სეზონის ჩინებული სტარტის შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ 2–ჯერ, „ვესტ ჰემთან“, ხოლო შემდეგ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა. „იუნაიტედმა“ კი ქულები „სუონსთან“ და „არსენალთან“ გაანიავა. „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი მატჩი ორივე გუნდისთვის დიდი გამოცდა იქნება. დიადი დერბის მოგებით, ლუის ვან გაალი, როგორც მთავარი მწვრთნელი, პოზიციებს გაიმყარებს. „სიტის“ დამარცხების შემთხვევაში კი, დღის წესრიგში მანუელ პელეგრინის პოსტიდან გათავისუფლების საკითხი დადგება. საინტერესოა, თუ რა გზებით შეიძლება ამ მატჩში გამარჯვების მოპოვება. საფეხბურთო საიტი GOAL.GE სწორედ ამ თემებზე მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.

ბურთის ფლობის კარგი მაჩვენებელი V ცუდი მაჩვენებელი

პასებ „ცსკა“ –სთან მატჩამდე ლუის ვან გაალმა ბურთის ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ოთხშაბათს საღამოს, „იუნაიტედი“ ამ მაჩვენებელში ნამდვილად არ მოიკოჭლებდა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ გუნდს პირველ ტაიმში ღირებული არაფერი შეუქმნია. მეორე ტაიმში კი მარუან ფელაინის მოედანზე შემოყვანა და რამდენიმე გადანაცვლება გოლის გასატანად საკმარისი აღმოჩნდა. „უკმაყოფილო ვარ, რადგან ძალიან ნელა ვთამაშობდით. მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით ბურთს, თუმცა ღირებული არაფერი შეგვიქმნია. საჭიროა ამ კომპონენტის გაუმჯობესება“ – განაცხადა ვან გაალმა. ბურთზე კონტროლს ძირითადად ნახევარმცველების მიერ განხორციელებული პასების სიზუსტე განაპირობებს. თუ მიმდინარე სეზონში ფერნანდინიო, ფერნანდო და იაია ტურე პასების 89, 88, 87% – იანი სიზუსტით გამოირჩევიან, მორგან შნეიდერლინი და მაიკლ კერიკი გაცილებით უფრო აკურატულ გადაცემებს აკეთებენ (92–90%). „ქალაქელებს“ 9 ტურის შემდეგ 24 გატანილი გოლი დაუგროვდათ, „მანიკუნიანელებს“ კი - 15. ორივე გუნდის წინა ხაზი არაჩვეულებრივ ფორმაშია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ გატანილი გოლების გარკვეული ნაწილი სწორედ ნახევარმცველებზე მოდის. სავარაუდოდ, მოედნის ცენტრში დინამიური და აქტიური თამაში ვან გაალის გუნდის მთავარი კოზირი იქნება. „იუნაიტედს“ „სიტისთან“ შედარებით, დაახლოებით 100–ით მეტი პასი აქვს გაკეთებული. სამაგიეროდ, „წითლები“ მეტოქეს შედეგიანობის მხრივ 40%–ით ჩამოუვარდება.

შანსების შექმნა და გამოყენება

სსსსაააა სტატისტიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყველაზე მეტად შეტევის ლოგიკურ დასასრულამდე (კარში დარტყმამდე) მიყვანა უჭირს. „მეზობლებისგან“ განსხვავებით, „სიტი“ ბურთს შედარებით ნაკლებად ფლობს, მაგრამ კარში ძალიან ხშირად ურტყამს. „ქალაქელებმა“ კარის ჩარჩოში უფრო მეტჯერ დაარტყეს, ვიდრე „წითლებმა“ კარის მიმართლებით. ვილფრიდ ბონი, რომელსაც სერხიო აგუეროს ჩანაცვლება მოუწევს (ტრავმის გამო), კარგად არ გამოიყურება. „ბორნმუთის“ წინააღმდეგ შესრულებულმა დუბლმა კოტ დიუვარელ ფორვარდს დამაჯერებლობა შემატა. რა თქმა უნდა, „მანჩესტერის“ მცველებს აგუეროსთან შედარებით, ბონის წინააღმდეგ თამაში გაცილებით გაუადვილდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ ლუის ვან გაალმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს დაცვის ხაზის ოპტიმალურობას. სტატისტიკის მიხედვით, „სიტი“ უფრო მეტს აწვდის, მეტს ურტყამს და მეტ საგოლე შანსებს ქმნის, ვიდრე - „იუნაიტედი“.

კარგი ურთიერთობა კომპანისთან

პპ

ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მანუელ პელეგრინიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს მასსა და ვინსენტ კომპანის შორის უთანხმოება იყო. ბევრი ითქვა და დაიწერა ბელგიელი მცველის მიერ ჩატარებულ 2014/15 წლების სეზონზე, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანი დღესდღეისობითაც მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო დამცველია. „ვფიქრობ, ნიკოლას ოტამენდიმ და ელიაკიმ მანგალამ კარგად ითამაშეს.“ – ასე უპასუხა პელეგრინიმ კომპანის შესახებ დასმულ შეკითხვებს. „ზოგადად, გუნდმა ბორნმუთისა და ნიუკასლის წინააღმდეგ არაჩვეულებრივად ითამაშა, ჩვენ 5–1 და 6–1 მოვიგეთ.“ „ვინსენტი მოედანს მალე დაუბრუნდება. მგონია, მისი მოედანზე გამოყვანა დამატებითი რისკი იქნებოდა, ამიტომაც არ გავრისკე.“ – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Goal–ი. „სიტის“ და ზოგადად ფეხბურთის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ ბელგიელი მცველი კვირას გასამართ დერბის 100%–ით ჯანმრთელი და კონცენტრირებული შეხვდება. სავარაუდოდ, „იუნაიტედის“ რიგებში, ენტონი მარტიალი ცენტრალური ფორვარდის ამპლუაში მოგვევლინება. შესაძლოა, „ქალაქელთა“ დაცვის ხაზს თითოეული შეცდომა ძვირად დაუჯდეს.  ვინსენტ კომპანის მოედანზე ყოფნა კი დერბის თრილერის სცენარს  კიდევ უფრო გაამძაფრებს.

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები