მანუელ პელეგრინი: "ეს საერთოდ არაა სასჯელი ვენსანისთვის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანუელ პელეგრინი: "ეს საერთოდ არაა სასჯელი ვენსანისთვის"


"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ მიანიშნა, რომ გუნდის კაპიტანი ვენსან კომპანი დამდეგ მანჩესტერულ დერბის გამოტოვებს. "არანაირი პრობლემა არ მაქვს ვენსან კომპანთან. უბრალოდ, ყოველი თამაშის წინ ოპტიმალურ შემადგენლობას ვირჩევ. დანარჩენები კი თავის შანსს უნდა დაელოდონ, ეს ერთადერთი წესია ყველასთვის. ეს საერთოდ არაა სასჯელი ვენსანისთვის, ჩვენს ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არაა. ჩემი შეხედულებით, თუ გამოჯანმრთელდი მას შემდეგ, რაც 1 თვე ან 5 კვირა სათამაშო პრაქტიკა არ გქონია და არ გივარჯიშია, ეს არ ნიშნავს, რომ მზად ხარ მნიშვნელოვანი მატჩის სათამაშოდ. კომპანისთვის აუცილებელია კიდევ რამდენიმე დღე ვარჯიში, სანამ მინდორზე დაბრუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, უძლიერესებმა ითამაშონ. ახლა მანგალას და ოტამენდის ყველაფერი გამოსდით" , - აღნიშნა პელეგრინიმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები